მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას... - "რუბინის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" "სპარტაკს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა.

"რუბინის" გენერალური დირექტორის თქმით, ხვიჩას თამაშის შემხედვარე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის სხვა ლიგიდან არის, თუმცა, მისი აზრით, ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ლიგებისთვის მზად.

"ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშისთვის ნამდვილად არ არის მზად... რაც შეეხება სხვა ძლიერ ლიგებს, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, იქ,
შესაძლოა, ამ ეტაპზე მან თამაში შეძლოს.

რუსეთში სათამაშო დონე არ არის ისეთი მაღალი და აქ ადვილია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუო.

ტოპ-ლიგებში ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი და მას ძალიან გაუჭირდება, მათ გასცდეს.

ასე რომ, ხვიჩას სჭირდება ფიზიკურად გაძლიერდეს და ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდეს ტოპ-ლიგაში.

ფიზიკურად ის არც ისეთი ძლიერია. მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას და ეს საკმარისი იქნება, რომ ის მუდმივად ტრავმა ჰქონდეს", - ამბობს საიმანოვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს კომენტარი არა საიმანოვმა, არამედ რუბინის ვიგაც ვეტერანმა გააკეთა! საიმანოვმა მხოლოდ ის თქვა რომ სხვა ლიგიდან არისო. გადაამოწმეთ!
Goo tbsl
01 მარტი 2021 22:09
1
მართალს ამბობს ეს კაცი, მეტი უნდა ივარჯიშოს ფიზიკაზე, ძაან უნდა მოძლიერდეს და ტრავმების რისკს შეამცორება.

სლუცკიმაც თქვა ხვიჩას სატრენაჟორო დარბაზში ვერასდროს ვხედავო და ეს არ არის კარგი.
მაგრამ ხვიჩა მალე ტოპ ფეხბურთელი გახდება.
ტოპ ლიგა
01 მარტი 2021 16:21
0
სპარტაკი ბათუმის ახალ სტადიონზე თამაშობდა?) მიდვრის საფარი მაგრა გავდა)))
გია
01 მარტი 2021 14:41
2
chemi azrit primerashi bevrad meti fizikaa vidre premierligashi. espanetshi dzalian rtulia teqnikac aqvt da fizikac. espanetis bolo adgilosani nebismier top 5is liders gauwevs konkurencias. premierliga araa xvichastvis. ufro germania dortmundi miswreba iqneboda. yvelaze kargi varianti xvichastvis aiaqsia erti 2 wlit da shemdeg top ligebi. holandia arc uxeshia da taqtikuri tvalsazrisit bevrad gaizrdeboda. ise rusetshi rom chexvebia egeti top ligebshi namdvilad araa da xvichas etyoba rom travmebisken midrekili araa. avighot ronaldo manchestershi rom tamashobda didi fizikit ver gamoircheoda magram verc veravin acherebda da arc travmebs ighebda. xvicha dortmunda an aiaqsma unda iyidos.
mmm
01 მარტი 2021 17:36
1
პირადი ინტერესების გამო რაც უფრო Mეტ ხანს მით მეტი ფული ხალხი სტადიონზე Mის სანახავად დადის უფრო მეტი Kლუბი დაინტერესდება ფასიც Mოიმატებს რუსეთში თამაშობენ ძალისმიერ Uხეშ ფეხბურთს და Mანდ მეტია ტრამვის მიღების შანსი თუ აქვს შემოთავაზება თოპ ლიგებიდან ეხლავე უნდა გადავიდეს ზამთარი რუსული ტალახის ზელას ურჩევთ დაეთანხმნენ ესენი.
Kaxa
01 მარტი 2021 15:38
8
სავარაუდოთ ხვიჩა ამ სეზონსაც რუსეთში გაატარებს,მერე კი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა წავიდეს ევროპის ტოპ ლიგაში.მე,ვისურვებდი ეს გერმანია იყოს, ფიზიკაში იქ მაღალ დონეზე მოამზადებენ,მერე კი მას თუნდაც ინგლისში პრობლემა არაფრის აღარ ექნება
sake
01 მარტი 2021 20:11
1
ესპანეთის დაცვას რომ აითრევს და შვედების მერე რას იტყვი ბატონო დირექტორო. ხვიჩა არის ნებისმიერი ტობ კლუბის დონის ფეხბურთელი მას შეუძლია წამყვანი ფეხბურთეკი გახდეს არ გაჩერდე ხვიჩა ბოლომდე მიაწექი და ოქროს ბურთიც ჩაიტანე საქართველოსი.
ემიგრანტი
01 მარტი 2021 20:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული