ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავა თასის მოპოვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "აგრობიზნესთან" უკრაინის თასის 1/4-ფინალური მატჩის წინ დონეცკური კლუბის ტელევიზიასთან გააკეთა კომენტარი:

"მეტოქის თამაში გავარჩიეთ: პრემიერლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები ჰყავთ და მთლიანობაში კარგი გუნდია, პირველ ადგილზეა. ადვილი გასეირნება არ გველის, მაგრამ ჩვენი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლა და საბოლოოდ თასის მოგებაა.

ეს ტურნირი გამორჩეულია: ყველა სტადია ერთმატჩიანია, 90 წუთში ყველაფერი უნდა გადაწყვიტო".

მატჩი კიევში დღეს, 3 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.