"რუბინმა" კვარაცხელიას ფასი დაადო და ბონუსებსაც ითხოვს

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესი" იუწყება, რომ "რუბინი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის.

უფრო მეტიც, ყაზანელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენებურს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.

გარდა ამისა, "რუბინის" სურვილია, რომ კლუბმა შემდეგში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერიდან ბონუსებიც მიიღოს და მის მომავალ ტრანსფერებში პროცენტები მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას დამატება სერია A-სა და სხვა ცნობილი ევროპული ჩემპიონატების გუნდებს სურთ.

ქართველ შემტევს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
უბრალოდ არავინ არ იცის როგორ გაქაჩავს ტოპ ჩემპიონატებში და გარისკვის ეშინიათ.თანაც ძალიან ახალგაზრდაა და ტვინი საით შეუტრიალდება გართობისკენ თუ დაუზოგავი შრომისკენ.ქართველებს კი ამ მხრივ არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვთ.
ასეა ეს
15:18 04-03-2021
2
ჰოლანდ რონ ახსენებთ კვარას კონტექტში შუბლზე მართლა ჯავშანი ხომ არ გაქვთ გადაკრული,ტიპს ბუნდესლიგაში 20/21-ში დორტმუნდის შემადგენლობაში 25თამაში 27 გოლი აქვს გატანილი,ხოლო კვარამ მოსკოვის სპარტაკთან ერთი საგოლე გადაცემა და მოედნის ცენტრში რამდენიმე დრიბლიგი განახორციელა,ამასთან ტურის საუკვეთესო ფეხბურთელაბ მხოლოდ მედია პორტალმა
'სპორტეხსპრესსმა' დაასახელა.
ჩასაფრებული
21:28 03-03-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული