ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

express.de: "ბაიერნმა" შეიძლება კვარაცხელია შეიძინოს

AutoSharing Option
გერმანული "ექსპრესი" იტყობინება, რომ "ბაიერნს" გუნდის გაახალგაზრდავება სურს, საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" 20 წლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ზაფხულში მისი დამატება უნდა.

გამოცემა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამს ციტირებს, რომელიც თავის კლიენტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ეს სტატია ფაქტიურად ორიოდ დღის წინ "SPORT1"-ში "ესტადიო დეპორტივოზე" დაყრდნობით გამოქვეყნებული მასალის ინტერპრეტირებული ვარიანტია.

ხვიჩამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა, ყაზანურ
კლუბთან კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ