ტელეარხ tatarstan24-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ კომენტარი "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:
"იმ შეხვედრაში "ურალის" 10 ათასი მაყურებლიდან ბევრი მათგანი პირადად ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად იქნებოდა. ფეხბურთი გულშემატკივრებისაა, ისინი კი სტადიონზე ვარსკვლავებისთვის დადიან.
შეხვედრის დასაწყისიდან სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში კვარაცხელიას სამჯერ ეუხეშნენ, მაგრამ შეხვედრის არბიტრს ამაზე რეაგირება არ ჰქონია... მჯერა, ტრავმა, რომელიც კვარაცხელიამ მიიღო, მეტწილად სწორედ მსაჯის დამსახურებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ წესების აშკარა დარღვევები არ დააფიქსირა".
მომზადებულია tatarstan24-ის მიხედვით