ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

БИЗНЕС Online ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებებზე საუბრობს

AutoSharing Option
რუსული ავტორიტეტული გამოცემა БИЗНЕС Online წერს, რომ "რუბინის" მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის აგენტი კრისტიან ემილე უფლებამოსილია, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ინგლისურ კლუბებთან მოლაპარაკებები გამართოს.

სტატიაში წერენ, რომ სწორედ ემილი დაეხმარა სლუცკის ინგლისურ "ჰალსა" და ნიდერლანდურ "ვიტესში" დასაქმებაში.

БИЗНЕС Online ამტკიცებს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი ექვს ევროპულ კლუბს აქვს და ის "რუბინს" 95-პროცენტიანი ალბათობით დატოვებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას მიმართ ინგლისური "ევერტონისა" და "ლიდსის" დაინტერესებაზე წერდნენ.

მომზადებულია БИЗНЕС Online-ის მიხედვით

alt"ხვიჩა რომ საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ აღიარეს, ეს პრემიერლიგისთვის კარგი არაა" - ყოფილი მწვრთნელი

კვარაცხელიაზე

alt"მის ტრანსფერს აუცილებლად განვახორციელებთ" - მამუკა ჯუღელი ეროვნული ლიგიდან დაინტერესებულ ფეხბურთელებს ასახელებს