"ხვიჩა რომ საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ აღიარეს, ეს პრემიერლიგისთვის კარგი არაა" - ყოფილი მწვრთნელი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელების შემდეგ რუსული sport24 კვარაცხელიას ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ესაუბრა. "ლოკომოტივის" ექსთავკაცი ამბობს:

"ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ხვიჩა სტაბილური მოთამაშეა. ქართველმა ეს ჯილდო ობიექტურად მოიგო, მაგრამ ის რომ საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ აღიარეს, ეს პრემიერლიგისთვის კარგი არაა, რადგან სად არიან სხვები?!

დაეხმარა თუ არა სლუცი ხვიჩას ნიჭის გამოვლენაში? ნებისმიერ სიტუაციაში, მთავარი მაინც მოთამაშეა! პროგრესი სწორედ მის სურვილზეა დამოკიდებული, ისე კი, მნიშვნელობა ბავშვთა მწვრთნელსაც კი აქვს...

კვარაცხელია ჩემპიონატის მშვენებაა - ის იგებს ინდივიდუალურ ჯილდოებს
და ამავდროულად, ეხმარება გუნდს წარმატების მიღწევაში! ბევრი მისნაირი მოთამაშე ჩვენი ლიგის პრესტიჟს მაღლა ასწევდა!

ხვიჩას წასვლა რუსეთისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ჩემპიონატში მისი დონის მოთამაშეები არ იზრდებიან, ხალხი კი სტადიონზე ლამაზი ფეხბურთის სანახავად დადის...

კვარაცხელიას ვურჩევ, ახალ ტრანსფერს ფრთხილად მოეკიდოს!"


მომზადებულია sport24-ის მიხედვით

alt"რუბინმა" ის მინიმალური თანხა დაასახელა, რის ფასადაც ხვიჩას შეელევა

alt"მის ტრანსფერს აუცილებლად განვახორციელებთ" - მამუკა ჯუღელი ეროვნული ლიგიდან დაინტერესებულ ფეხბურთელებს ასახელებს






მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოსთვის უფრო ცუდია. თუ მის გარდა სხვები არავინ არა გვყავს
Zidani.
06:58 29-05-2021
0
ხო, აბა გავავსოთ ყანწი და ფეხზე წამოვდგეთ
Yanwi.
06:45 29-05-2021
1

სიახლეები პოპულარული