superdeporte.es: მამარდაშვილს "ვალენსიას" პირველ გუნდში გადასვლის შანსი მიეცემა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თბილისის “დინამოდან“ „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასვლას superdeporte.es ადასტურებს. კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ესპანურ კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტანმაღალ მეკარეს (197 სმ) უახლოეს ხანში ნაკრებში დებიუტის სერიოზული შანსი აქვს, თავიდან „ღამურების“ ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს და პირველ გუნდში ნახტომის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.

მოკლედ, მამარდაშვილს კარიერის განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს (მონაცემები, ასაკი, სიმაღლე, კლუბი) და იმედია, სათანადოდ გამოიყენებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავი არ დაზოგო, ბევრი იშრომე. ლორიას მერე შენ უნდა იყო ნაკრების ძირითადი მეკარე!
სტუმარი
00:06 04-06-2021
0
გილოცავ, გიორგი. უმაღლესი დონის მეკარე დადგები, თუ ბოლომდე დაიხარჯები.
mamuka09ze
21:52 03-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული