ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კიტეიშვილმა ხელშეკრულება გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.


Sportall.Ge

ნახევარმცველი "შტურმში"  თბილისის "დინამოდან" 2018 წელს გადავიდა. ოთარმა ავსტრიის ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ბუნდესლიგის 2021-22 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება, სადაც "შტურმი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი კიტეიშვილის გუნდის მეტოქის ვინაობა ჯერ არ დადგენილა.