"შტურმი" სტუმრად "ზალცბურგთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ზალცბურგთან“ 1:3 დამარცხდა.

„შტურმი“ 72-ე წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვა და წააგო. როგორც ჩანს, რამდენიმე ტურნირზე მონაწილეობის გამო, გრაცული გუნდის ფეხბურთელები გადაიღალენ და ეს შედეგებზე აისახა.

სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: sofascore 6.9, flashscore 6.5.

„შტურმს“ 40 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია და 9 მარტს „გრაცერს“ დაუპირისპირდება.

ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“
ზალცბურგი - შტურმი 3:1
გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (10), 1:1 ვერტესენი (72),
2:1 ნენე (84), 1:3 ონისივო (87)

altკიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" "ბლაუ ვაისი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტე არის ნაკრების ხერხემალი, წარმატებები . იმედია ეს მცირე ჩავარდნა მალე გამოსწორდება! ისე რა თავმდაბალი ტიპია, საღოლ!
kaxa
10:55 03-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული