"საცოდავებო, არ მესმის, ხვიჩაზე ასე რატომ საუბრობთ..." - რუსი გულშემატკივრები კვარაცხელიას "გლადბახში" შესაძლო ტრანსფერს ეხმაურებიან

AutoSharing Option
როგორც იცით, გუშინ Sky Sport Germany-ს ჟურნალისტმა მაქს ბილეფილდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუნდესლიგის ბინადარი "გლადბახი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.

ამ ინფორმაციას სერიოზული განხილვა მოჰყვა რუსულ პრესაში. საინტერესოა, რომ გულშემატკივრები კვარაცხელიას გერმანიაში გადაბარგებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევენ.

აი, რა კომენტარებს ამოვიკითხავთ ერთ-ერთ რუსულ საიტზე:

"გლადბახი" ხვიჩასთვის ძალიან კარგი ვარიანტია... ვფიქრობ, მისთვის ეს კლუბი შესაფერისია..."

"შესანიშნავი ვარიანტია... განვითარებისთვის ხვიჩას ძალიან წაადგება...".

"გახსოვთ, როგორი გაბრაზებული იყო სიომინი "ლოკომოტივის" ბოსებზე, ხვიჩა რომ გაუშვეს?! - ბაბუა თურმე მართალი ყოფილა..."

"რა 15 მილიონი... Transfermarket-ზე ხვიჩას ღირებულება 18
მილიონია და ევროთასებზე ასპარეზობის შემდეგ მისი ფასი კიდევ უფრო აიწევს..."

"ჰეითერები, ნამდვილი ჰეითერები, არ ვიკამათებ თქვენთან მის სატრანსფერო ღირებულებაზე, დრო ყველაფერს გვანახებს, მაგრამ საცოდავები ხართ იმის გამო, რომ რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა კაშკაშა მოთამაშის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვთ და მასზე ასე საუბრობთ".

"ხვიჩას 2 სრულ სეზონში მხოლოდ 7 გატანილი გოლი და 8 ასისტი აქვს. გარდა ამისა, გასული სეზონის ბოლოს რუბინმა მშვიდად ჩაამთავრა სეზონი ხვიჩას გარეშე... მისი დრიბლინგების 80% სტანდარტულია და არ მესმის, რატომ არის მის გარშემო ასეთი აჟიოტაჟი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ხვიჩაზე კიდევ ერთი სტატია დადოთ, 69 ცოტაა
ხატია დეკანოიძის ფან კლუბის თავჯდომარე (ა)
14:14 20-07-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული