ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წიტაიშვილი "ჩერნომორეცს" ორი კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"კიევის "დინამოდან" სხვა 11 ფეხბურთელთან ერთად "ჩერნომორეცში" იჯარით გადასული 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ორი კვირა იუქმებს, - იტყობინება ua-football-ი.

გამოცემის მტკიცებით, წიტაიშვილმა კუნთის ტრავმა ოდესურ გუნდში მიიღო და მკურნალობის კურსს გადის.

შეგახსენებთ, გასული სეზონი მან "ვორსკლაში" დაიწყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ შეძლო.