მერებაშვილს დებიუტი ჰქონდა, ტრანსფერზე კი SPORTALL-თან საუბრობს

AutoSharing Option
34 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონური "პოდბესკიზეს" წევრი გახდა და ამ კლუბში 20-ნომრიანი მაისურით დებიუტი უკვე ჰქონდა - მისმა გუნდმა პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში "პოლკოვიცესთან" სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა, ქართველი ლეგიონერი კი შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო.

Sportall.Ge

ფეხბურთელი ტრანსფერის შესახებ SPORTALL.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

"კონტრაქტი 1-წლიანია, მაგრამ მასში არის გარკვეული პუნქტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

"პოდბესკიზე" შარშან უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითდა, მაგრამ აქტიური სატრანსფერო კამპანია აქვთ და სურთ, ექსტრაკლასში დაბრუნდნენ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს დასახული მიზნების ასრულებაში დავეხმარო და
დავამტკიცო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ისევ შემიძლია."

"პოდბესკიზე" პოლონეთის პირველი დივიზიონის მეორე ტურში 6 აგვისტოს, "ოდრას" უმასპინძლებს.

მერებაშვილი პოლონეთში უკანასკნელი  5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და პლოცკის "ვისლას" რიგებში 131 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას ასევე, საბერძნეთსა და სერბეთში უთამაშია, კარიერა კი თბილისის "დინამოში" დაიწყო. მერებაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან იწვევენ და მისი მაისურით 2 გოლის ავტორია.

altმერებაშვილის ახალი კლუბი ცნობილია








მკითხველის კომენტარები / 1 /
32-ის არაა. 34 წლისაა და 2 კვირაში 35-ის ხდება
superman
09:27 02-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული