რუსეთში გაგნიძის დებიუტისას სტადიონზე შუქი ჩაქრა - მწვრთნელმა ქართველის თამაში შეაფასა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში 18 წლის ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა.

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "ურალისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველი ლეგიონერი კი ეკატერინბურგელთა გუნდში 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ურალის" მწვრთნელ იური მატვეევს გაგნიძის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"პირველად თამაშის კვალობაზე, მოედანზე კარგად მოქმედებდა - ბურთს ინარჩუნებდა, თამაშს ხელმძღვანელობდა. მოგების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი დებიუტი იყო, ისე კი, პოზიტიურად ვიყურებით მომავალში".

სხვათა შორის, მატჩის 85-ე წუთზე სტადიონზე შუქი გამოირთო და 5 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო.

გაგნიძე
მოსკოვის "დინამომ" თბილისის "დინამოსგან" ივნისის ბოლოს შეიძინა და ერთსეზონიანი იჯარით "ურალში" გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კი მაინტერესებს ორი თვის წინ წერდნენ ყოფილი საბჭოეთის ერთერთი ტალანდი ჩავიგდეთ ხელშიო და მერე ურალში აგზავნი? რა ხდება ? ამასაც ხომ არ დაელაპარაკენ რუსეთის ნაკრებზე და რახან უარს ეტყოდა გააციმბირეს?! ვერ ვხდები რა ასეთ რამეს…..
ემზარ
03 აგვისტო 2021 22:27
0
ეგ თმები მაინც შეიჭრას, პროფესიონალი ერთადერთი კემპესი იყო ვინც ჯართით თამაშობდა, მაგრამ კემპესამდე შორია.
sddd
02 აგვისტო 2021 12:28
5
ვალდერამა არ იყო პროფესიონალი? გულიტიც არ დაგ ვავიწყდეს
ზურა
02 აგვისტო 2021 15:14
0
უშუქობა ეს ქართველების კარმაა!
ლევანი
02 აგვისტო 2021 11:13
0
72 წუთიდან ვუყურე თამაშს.ამ დროში ლუკას ბურთი არ დაუკარგავს,თვითონ რამდენჯერმე წარმატებით ითამაშა ართმევაზე.ერთხელ საჯარიმოში მისცა მწვავე პასი,თუმცა ადრესატმა ვერც დარტყმა გაბედა და ვერც მოტყუებაზე თამაში.ისევ სააჯარიმოდან გამოსვლა არჩია და სიმწვავეც გაქრა.ზოგადად ვერ ვიტყვი რომ თანაგუნდელები მას ეძებდნენ.უფრო პირიქით,ფლანგებიდან ცდილობდნენ გასვლას და ჩაწოდებას,თანაც საკმაოდ უნიჭოდ.ტექნიკურად ძალიან სუსტი თავდამსხმელები თუ წინა ხაზის მოთამაშეები ჰყავთ.ვფიქრობ, ლუკა მალე შეუცვლელი კაცი გახდება,მაგრამ თვითონ გუნდია, ძალიან სუსტი
სოსო
02 აგვისტო 2021 10:20
0
კაია! კაია! მოიჩიტება და დადგება მაგრად, მთავარია ჯუღელს აცდა.ის ვერ გავიგე ბექა ქავთარაძის "ნ.ნ" უმაღლესში გადავიდა და თვითონ ისევ ქვედაშია, ახსენით რა.
დათო
02 აგვისტო 2021 09:20
2
ეს მართლა გაუგებარია! რატომ გაუშვა ჯუღელმა ის ისევ ქვედა ლიგაში,რაღაც მაქინაციასთან გვაქვს საქმე!
kaxa
02 აგვისტო 2021 10:11
1
დინამოში ძირითადში თამაშსს ურალში შეცვლაზე თამაში რატომ ურჩევნია ამ ბავვშვებს ვერ ვხვდები
ტოტტი
02 აგვისტო 2021 09:05
2
ალბათ მათემატიკა იციან და თვლაც))
სერგო
02 აგვისტო 2021 11:59
0
იმიტომ რომ დინამოზე ორჯერ უფრო ძლიერია რუსეთის პრემიერ ლიგის ნებისმიერი გუნდი. ნორმალურ მოედანზე ითამაშებს, ნორმალური ატმოსფერო იქნება და მეტსაც გადაუხდიან. თუ პროფესიონალიზმს გამოიჩენს გაცილებით უკეთეს ევროპულ კლუბშიც გადავა. ჩათვალეთ სამოყვარულო დონიდან პროფესიონალურ ფეხბურთში შეაბიჯა
ბაღდათსკი
02 აგვისტო 2021 11:28
5
წარმატებები,ძალიან კარგი ფეხბურთელია
gus
02 აგვისტო 2021 01:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული