"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ metaratings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ალმასია და ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებში ყოველთვის ძალიან ბევრი ფაქტორია.
- სანამ სატრანსფერო ფანჯარა დახურული არ არის, არ შეიძლება კლუბში ნებისმიერი ფეხბურთელის მდგომარეობაზე მსჯელობა. ხვიჩასთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისა და ყველა ჩვენგანის სამწუხაროდ, უფრო მეტი საუბარია, ვიდრე რეალობა. ჩვენც და თვითონ ხვიჩაც უკვე დაგვღალეს ამდენი გამოკითხვით.
ხვიჩა ალმასია და ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებისას მუდამ ძალიან ბევრი ფაქტორია. ახლა ხალხი ძლიერ აჩქარებს მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილების მიღება სურთ, თუმცა ეს ბიზნესია, სადაც ცოცხალი
ადამიანები
მოქმედებენ. მასთან დაკავშირებით მარტივი სიტუაცია როდია, რეალური სიახლები ჯერ ისევ არ არის. მხოლოდ 5 სექტემბერს (რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თარიღი) შესაძლებელი იქნება საბოლოოდ გადაჭრით საუბარი.
- თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც გუნდს აყალიბებთ, გსურთ მისი შენარჩუნება?
- ასე მხოლოდ იდეალურ სამყაროში შეიძლება იმსჯელო. რა თქმა უნდა, მსურს ფეხბურთელები საერთოდ არ წავიდნენ, მაგრამ ეს კითხვა იმ კატეგორიიდანაა, რომ ბავშვები სულ პატარები დარჩნენ და არ გაიზარდონ. ეს უბრალოდ არარეალურია. სწორედ ასეა ტრანსფერების შემთხვევაშიც. მე წასვლას ან დარჩენას უბრალოდ მოცემულობასავით ვეკიდები, როგორც ამინდს.