ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია სხვაგვარად ფიქრობს - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ისრაელის "ბეერ შევას" დაუპირისპირდება. ორრაუნდიან შეხვედრებს შორის კვიპროსის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. როგორც იქაური Goal-ი იუწყება, "ანორთოსისი" შიდა ტურნირზე თამაშის გადადებას არ მოითხოვს:

"ბევრი კლუბი ასეთ დროს ცდილობს, საკუთარ ჩემპიონატში დაისვენოს, მაგრამ თემურ ქეცბაია სხვაგვარად ფიქრობს. ქართველი სპეციალისტის აზრით, თავის გუნდს ახლა რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესოს და ამავდროულად, შეთამაშდეს."

გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას გუნდი პირველ მატჩს 19 აგვისტოს, ისრაელში გამართავს, 22-ში კი კვიპროსის 2021-22 წლების ჩემპიონატს დაიწყებს. აქედან
4 დღეში, 26 აგვისტოს, "ანორთოსისი" "ბეერ შევას" უმასპინძლებს, ამის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, ქეცბაიას გუნდი ევროპა ლიგას გამოეთიშა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ბარიერის გავლა სჭირდება.


altქეცბაიამ ქართველების გარეშე გაიმარჯვა და მეტოქეც გაარკვია

alt"ხელახლა დავიბადე" - ლორიამ კორონავირუსი დაამარცხა



ასევე დაგაინტერესებთ