თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში, სახლში კოსოვოსთან 0:4 წაგების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია. გვაქვს პრობლემა, მეტადრე ჩემპიონატის დასაწყისისას. ბიჭებმა მთელი ენერგია ლიეტუვასთან მატჩს შეალიეს. მხოლოდ 8 ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული. გამოჩნდა, რომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის თამაში არ შეგვიძლია. დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით... განსაკუთრებით, ასეთ კარგ გუნდთან. კოსოვო გაცილებით უკეთ მომზადებული იყო.

როდესაც ვთამაშობთ ჩემპიონატში, სადაც კვიპროსელები არ თამაშობენ, თქვენ რას ელით? ვისაც ცოტა ხნით თამაში უწევს, დღეს
სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. ფეხბურთელებისგან მეტს მოველოდი. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ვინც გვყავდა, მათგან მეტს ველოდი.

ეს ეროვნული გუნდია და ვიდრე ქვეყანა არსებობს, მას მომავალი აქვს. შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებსაც უკეთ გარჯა შეეძლებათ. როდესაც ნაკრები ჩავიბარე, არაფრისთვის არ ჰქონდა მიღწეული, ბოლო ლიგაში ვიყავით. ახლა ლიეტუვას მოვუგეთ და არ მგონია, ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
"შეიძლება გამოჩნდეს ფეხბირთელების ჯგუფი, რომლებსაც უკეთ გარჯა შეეძლებათ" - ამის მერე როგორ უნდა იმუშაონ ერთად მწვრთნელმა და გუნდმა? სხვა რომელიმე მწვთნელის მსგავსი კომენტარი საკუთარ ფეხბურთელებზე ვინმეს მოგისმენიათ? ყველგან ქეცბაა მაგარი, ფეხბურთელები ვერ უწყობენ ხელს. არადა რომ თანხმდებოდა მწვრთნელობას, მაგ კონტიგენტით მუშაობა არ ქონდა დაგეგმილი? ვინმე შეპირდა " მესის დავბადავო?. ვერც ის ვნახე მაღალი დონის გუნდში მიეწვიოს ვინმეს გინდა სანაკრებო და გინდა საკლუბო დონეზე.
1
ამ კაცს არც კვიპროსში ეტრფიან და საქართველოშიც გამწარეს მოღვაწეობა. არადა მისი წასვლის შემდეგ 10 წელზე მეტი მისი ნალაპარაკები აქტუალური იყო. ჭ კლასის ფეხბურთელებით ვერც საქართველოში მიაღწევ კაცი რამეს და ვერც კვიპროსში. როგორც კი ჩვენმა ფეხბურთელებმა ევროპაში სტაბილურად თამაში დაიწყეს, მაშინვე დადგა შედეგი. სად არიან ქეცბაიას დროინდელი ქართველი "პერსპექტიული" ფეხბურთელები? თემურის წასვლის მერე რომელიმე გამოდგა ფეხბურთელად? კანკავას და კაშიას გარდა, ცხადია. ზუსტად იგივე ხდება კვიპროსში. უბრალოდ იქ საკლუბო ფეხბურთი მაინც არის მეტ-ნაკლებად ნორმალურ დონეზე.
Lasha
03:29 11-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული