ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების "აპოელი" ისევ დამარცხდა - ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში "აპოელი" საკუთარ მოედანზე ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან" 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა 36-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერ უცნობია, თუ რამდენად სერიოზულად დაშავდა და რამდენი ხანი გაუცდება.

"აპოელში" ბუბა დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.

"აპოელმა" ტურნირის სტარტზე ორივე შეხვედრა წააგო და 27 სექტემბერს "პაეეკს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ