ხვიჩა შეცვალეს, სლუცკი გააძევეს, "რუბინი" "ზენიტთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა ლიდერ „ზენიტთან“.

სტუმრები უკეთესად თამაშობდნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს.

67-ე წუთზედ დმიტრი ჩისტიაკოვის ავტოგოლით ყაზანელებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს, 73-ე წუთზე ხვიჩა შეცვალეს, ხოლო 77-ეზე მსაჯმა სერგეი ივანოვმა მასთან კამათისთვის მასპინძელთა მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სლუცკი ძალიან უკმაყოფილო იყო არბიტრის გადაწყვეტილებებით და სისტემატურად გამოთქვამდა პროტესტს.

„რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და
26 სექტემბერს მოსკოვში „დინამოს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვადროვოთ ამ ბიჭს ჯობია თორემ ყენია არაბიძე და ანანიძე ხვიჩაზე მეტი თუ არა ნაკლები არ იყვნენ მარა კი ვხედავთ სადაც არიან რას ნიშნავს ფსიქოლოგიური გატეხვა ? რუბინში თუ ვერ დაამტკიცა მაშინ სად დაამტკიცებს სიძლიერეს ? ან თუ ვინმე გონია იარემჩუკი ჩაკვეზე მეტი ტეხნარია იმან ფეხბურთი არ იცის მარა ვინ სადაა ხო ხედავთ ? ფიზიკა ხო იცით რას ნიშნავს და შუშის ფეხები .
zurabi
21 სექტემბერი 2021 09:38
0
ხვიჩამ აშკარად მოუკლო, რაც ძალიან მაფიქრებს.
გია
21 სექტემბერი 2021 13:00
0
მოტივაცია არ აქო რას ნიშნავს სპორცმენისთვის. სპორცმენი რომელიც ვარჯიშობს მაგალითად გუნთან ერთად ორ სათს, მერე ცალკე დამოუკიდებლად ვარჯიშობს კიდე ორ სათს. სხვებზე უკეთეს ფორმაში რომ იყოს. ხვიჩამ ან მოუკლო დამატებით ვარჯიშებს. ან კიდე მეტი უნდა ივარჯიშოს. უკვე იციან მაგის სტილი და ტრინერები მცველებს ხვიჩას ჩაკეტვას ავალებენ. სულაქველიძემ ტრინერმა დავალა მარადონას არ განძრევია ფეხი ისე ჩაკეტა. კეტაშვილმა რომარიო ამოკეტა.ძოძუაშვილმა ბესტი და ხვიჩას ჩაკეტვას რა უნდა. ხვიჩასათვის 20 მილიონი დი ფასია. დიდი ფულის შოვნა უნდათ მაგისგან. მამრდაშვილი ლა ლიგაში უფასოდ გადავიდა და რეალს ეათამაშება. ასეთ ფეხბურთელები გვიმრავლოს ღმერთმა ტოპ ლიგებში.
SIMARTLE
21 სექტემბერი 2021 11:40
4
ხვიჩა ნაღდად უნდა წასულიყო სექტემბრამდე იმიტომ რომ უკვე პერსონალურად ეთამაშებიან და ყველა თამაშში მწვრთნელები ხალკე გეგმას ამუშავებენ ხვიჩაზე თუ როგირ არ გაანძრევინონ ფეხი ! აი ამ თამაშშოც კი გრანდი ზენიტის ერთი ფეხბურთელი მუდმივად დაყვებოდა როგორც კი ცენტრს გადაკვეთდა ეგრევე მეირეც იქვე ახლოს ტრიალებდა და როცა ბურთს მიიღებდა (სხვათა შორის ძალიან იშვიათად იმიტომ რომ ხშირად აიგნორებდნენ პარტნიორები) ეგრევე ორი ეთამაშებოდა და მესამეც იქვე ტრიალებდა ! ანუ რუბინის მეტოქის ტაკტიკა ასეთია--მთავარია ხვიჩა და მაწილობრივ ინ ბომი გააჩერონ და დანარჩენები ვერაფერს ვერ იზამენ ! და ზუსტად ასე გააკეთა ზენიტმა და ასე აკეთებენ უკვე თიქმის ყველანი ! სანამ მაკაროვი იყო გუნდში მანამ ვერ აკეთებდნენ ამას იმიტომ რომ ერთბაშად ორი დრიბლიორის პერსონალკა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ეხლა მარტო ხვიჩა დარჩა და მარჯვენა ფლანგი ვერა და ვერ აამუშავა სლუცკიმ (დრაიერი ლამის პელედ და მარადონად შერაცხეს ვერ ქაჩავს მარჯვენა შემტევად) და ასე თუ გაჯრძელდა არანაირი პროგრესი აღარ ექნება -როცა პერსონალურად გყავს მცველი და ბურთის მიღების დროს ან ფეხში გირტყავს ან ეგრევე მარწუხებში გაქცევს ხვიჩას კი არა მესისაც გაუჭირდება ! აი ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს იანვარში იმიტომ რომ უცხოეთში ამხელა ყურადღენას ნაღდად არ დაუთმობენ მწვრნელები და მცველები იმიტომ რომ ხვიჩას დონის ფეხბურთელები ევროპაში მინიმუმ 50 მაინცაა !
ზურა222
21 სექტემბერი 2021 14:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული