ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურიკომ სეზონში მეორე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
რუსეთის თასზე "არსენალმა" ბრიანსკში 6:1 გაანადგურა ქვედალიგური "დინამო".

ტულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და გოლიც გაიტანა - მან მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 5:1 გახდა. ეს მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მეორე გოლია.

"არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 27 სექტემბერს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ