"იმედია, დავითაშვილი ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს - უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს" - ფრანგი ჟურნალისტი

AutoSharing Option
France Blue-ს ჟურნალისტმა კლემან კარპანტიემ გადაცემაში "100%-ით ჟირონდისტი" "ბორდოს" ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა:

"გარდა მისი დღესვე წასვლისა, ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ... და საქმე მხოლოდ "ბორდოს" მდგომარეობაში არაა, რომელიც ახლა უკვე ძალიან მძიმეა, არამედ ეს განპირობებულია პსჟ-ის გარდა ყველა ფრანგულ კლუბში არსებული რთული ვითარებით. ყველა კლუბი იძულებულია ზაფხულის ან თუნდაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თავისი ერთი ან ორი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდოს. ცხადია, ფინანსური მდგომარეობის გამო ჟირონდისტები ამას თავს ვერ აარიდებენ და ისეთი მოთამაშის შენარჩუნება, როგორიც ზურიკო დავითაშვილია, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ
საერთოდ შესაძლებელია.

ფინანსური ასპექტის გარდა, მე ვთვლი, რომ დავითაშვილმა სეზონი მაღალ დონეზე დაასრულა, იმედი გვაქვს, ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს და სავარაუდოდ, გუნდში მისი ყოფნის ვადა ამოიწურა. აქ ორი წელი იყო, გუნდისთვის რაც უნდა გაეკეთებინა, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა. ალბათ, ზურიკოს უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი აქვს. ლიგა 2-ში ორი სეზონი ჩაატარა და პირველი დივიზიონის კლუბში შანსის მიღებას იმსახურებს, განსაკუთრებით ფრანგულში. ვნახოთ. "ბორდოს" ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება მართებს და ჩემი აზრით, დავითაშვილი ის ფეხბურთელია, რომელსაც 7 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა შეელიოს. სხვაგვარად ეს შეუძლებელია", - ციტირებს კარპანტიეს Girondins4Ever-ი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კიტე აუცილებლად! კაკაბაძემაც მაგარი ფორმა აკრიფა. ბუდუ. დვალიც ძაან კარგია!
ოპტიმისტი
07:14 26-05-2024
0
რათქმაუნდა გაიბრწყინებს. ისე ფრანგები ცდებიან თუ გონიათ მარტო ზურიკო გაიბრწყინებს. ჩაკვე და მიქაუტაძე არ დაგავიწყდეთ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს 5 გვარი. მამარდაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე და კვარაცხელია.
roma bejanidze
20:14 25-05-2024
0

სიახლეები პოპულარული