"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე

AutoSharing Option
ნიდერლანდური vi იასპერ სილესენისა და გიორგი მამარდაშვილის კონკურენციაზე წერს:

"სილესენს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი იმედგაცრუება გადახდა, თუმცა ნიდერლანდელი ბევრს იბრძოდა, რათა "ვალენსიასთვის" თავისი მნიშვნელობა დაემტკიცებინა.

იასპერისთვის საფეხბურთო ზაფხული დამღუპველი აღმოჩნდა. 32 წლის კიპერმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, კლუბში კი 21 წლის გიორგი მამარდაშვილის თამაშის ცქერა მოუწია. სილესენმა შანსი მაშინ მიიღო, როცა ქართველმა კონკურენტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი სექტემბრის ბოლოს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ხოსე ბორდალასის გუნდში დაბრუნდა და როგორც ჩანს, მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა. სილესენმა თავისი თვისებები კიდევ ერთხელ "ვილიარეალის" წინააღმდეგ აჩვენა
- კატის რეფლექსი გამოავლინა.

ნიდერლანდელ კიპერს "ნარინჯისფერებში" აღარ იწვევენ - ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუი ვან გაალიც მას უგულებელყოფს. იასპერს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება უახლოეს ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეეძლება."

altAS: მამარდაშვილის მოულოდნელი "აფეთქება" - ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს



მკითხველის კომენტარები / 9 /
ჰო და ატლეტიკოსთან იქნება რო ამოიტენება
ალიკა
03 ნოემბერი 2021 09:04
2
მართლა ასე მოხდა!
Daviti
08 ნოემბერი 2021 14:20
0
ამინ
ვახო
03 ნოემბერი 2021 15:22
0
ტყული მოლოდინი აქვთ ნიდერლადელებს, სილესენი დაღმავალია, მამარდაშვილი აღმავლი. რა თქმა უნდა გამოცდილია მარა ახალგაზდა და ნიჭიერ მამარდაშვილი უფრო პერსპეკტიულია ამას ლაპარაკიც არ უნდა. დრო თავის ადრგილზე დააყენებს ყველაფერს. წარმატებები მამარდაშვილის.
G.LA
02 ნოემბერი 2021 21:08
8
იმედია
დავითი
03 ნოემბერი 2021 13:57
0
ატლეტიკოსთან გრიზმანის და სუარესის ჰეთრიკებს ველოდები.. მამარდაშვილი უნდა დაბრუნდეს ძირითადში..
geo-geo
02 ნოემბერი 2021 17:03
6
თვითონ გიორგისაც აღუნიშნავს,რომ სილესენისაგან და სხვა უფრო გამოცდილი მეკარეებისაგან ბევრს სწავლობს და რჩევებსაც აძლევენ.ეს იმასაც გულისხმობს,რომ აღიარებს სილესენის გამოცდილებას და ოსტატობას,მაგრამ ისიც დაამტკიცა,რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში მისი ადგილი დაიკავოს.ცოტა მეტი გამოცდილების მიღებისა და ენის შესწავლის შემდეგ,მას გაცილებით გაუადვილდება მინდვრის ფეხბურთელებთან ურთიერთობა მოედანზე და ნამდვილი კონკურენციაც,მაშინ დაიწყება.
სოსო
02 ნოემბერი 2021 17:00
1
ვნახოთ...
დათო
02 ნოემბერი 2021 16:49
1
Gegonot...
gio emigranti
02 ნოემბერი 2021 16:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული