გაგიკვირდებათ და, ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "გენტი" "ფლორას" მასპინძლობს და მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

"გენტი" B ჯგუფში 10 ქულით ლიდერია, პლეი-ოფის საგზური მოპოვებული აქვს, ვანჰეზებრუკი წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს და მოედანზე ექსპერიმენტულ შემადგენლობას გაიყვანს.

ჩაკვეტაძე ბოლო 2 შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა და დღეს თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცემა - საკუთარ მოედანზე და თანაც "ფლორასთან".

მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ბიჭს ქართველი მორაგბეების ჟინი რომ მისცა, ვარსკვლავი გახდება.
გიორგი
00:42 11-12-2021
0
მიდი ჩაკვე მიდი . არ დანებდე .
dato
22:15 09-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული