ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ბერძნული "პაოკი" ნიკა ნინუას დაიბრუნებს.

ქართველი ნახევარმცველი სალონიკში ჩავიდა და მუცლის არეში არსებული პრობლემის გამო, გამოჯანმრთელების პროცესს აქ გააგრძელებს. ხსენებული მიზეზით, 25 სექტემბრის შემდეგ, ის მოედანზე აღარ გამოჩენილა.

Metrosport-ის ინფორმაციით, "ანორთოსისთან" მოსაგვარებელი მხოლოდ ფორალობები დარჩა და დაახლოებით 2-3 კვირაში ნიკა ბერძნულ კლუბის მაისურით თამაშს შეძლებს. 

ნინუას საბერძნეთში ნაკლები შანსი ეძლეოდა, თუმცა მან თავის დამკვიდრება ვერც თემურ ქეცბაიას გუნდში შეძლო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რომ 22 წლის ნახევარმცველის დამატების სურვილი ყოფილ კლუბს, თბილისის "დინამოს" ჰქონდა.

altნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline

altქეცბაია: ნინუას აქ

ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი


ტეგები: