ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რუსული პრესა ხსნის, რატომაა ზაფხულზე მეტად ზამთარში მოსალოდნელი კვარაცხელიას ტრანსფერი და მისი პრემიერლიგაში გადაბარგება

AutoSharing Option
Matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომლებიც სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლიან.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. აი, რას წერს საიტი ჩვენებურზე:

"ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა სიტუაცია ახლა შეცვლილია. სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, "რუბინი" ახლა ევროტურნირების მონაწილე აღარ არის, გუნდმა სეზონის პირველი ნაწილი ჩააგდო და ეს ხვიჩას პროდუქტიულობაზეც აისახა, თუმცა ამას არ უმოქმედია მის მიმართ ინტერესზე.

მის სტატისტიკაზე გუნდი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას, რამდენადაც გულშემატკივრები. ხვიჩა ისევ იმ ფეხბურთელად
დარჩა, ვისაც დიდებული პასი და დრიბლინგი აქვს.

"რუბინის" ვარდნა მხოლოდ შანსი შეიძლება იყოს სხვა გუნდებისთვის, რომ "რუბინს" ხვიჩაზე ფასი დააწევინონ და მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი ზამთარში უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო, როდესაც "რუბინმა" მას ძალიან დიდი ფასი დაადო.

ამჟამად ინტერესი პრემიერლიგის გუნდებიდანაა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ჩაერთო საქმეში საფეხბურთი აგენტი კრისტიან ემილე, რომელიც ლეონიდ სლუცკის წარმომადგენელიც არის", - წერია საიტზე.
ასევე დაგაინტერესებთ