ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აზაროვის "ტრაბზონსპორთან" ტრანსფერი შეჩერებულია

AutoSharing Option
Fotomac-ი daily sabah-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" მცველ ირაკლი აზაროვის "ტრაბზონსპორში" გადასვლაზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერებულია.

მიზეზი ფინანსურ პირობებზე შეუთანხმებლობაა.

19 წლის აზაროვი ტრაპიზონში გუშინ დილით მიიწვიეს, ყველაფერზე მოლაპარაკებულები იყვნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მომენტში ბათუმის "დინამომ" სატრანსფერო ფასი ასწია.