
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში „შახტარმა“ „ჩერნომორეცი“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატზე ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 64 ქულით ლიდერია და 5 მაისს ისევ ოდესურ კლუბს დაუპირისპირდება.
კიევი. „ლევი ბერეგი“
ჩერნომორეცი - შახტარი 1:4
გოლები: 0:1 მარლონი (3), 1:1 ბიდიბანგა (12), 1:2 მარლონი (16), 1:3 მარლონი (42), 1:4 შვედი (66)