არაბიძე "ტორპედოში" არ ითამაშებს - სად გააგრძელებს 23 წლის ფეხბურთელი კარიერას

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოში" არ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა.

როგორც ცნობილი ხდება, "ნასიონალმა" ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევრო მოითხოვა, პორტუგალიელები იჯარაზე უარზე იყვნენ და შეთანხმებაც ვერ შედგა.

არაბიძე 12 იანვარს პორტუგალიაში გაფრინდება და "ნასიონალთან" ერთად გააგრძელებს მზადებას. მას ამ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

ფეხბურთელმა გასული სეზონი განათხოვრების წესით "სამტრედიაში" გაატარა, სადაც 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭანტურიამ კარიერა დაასრულა დიდი ხანია უკვე და ალბათ არაბიძესაც იგივე ელის
Gela
00:27 09-01-2022
4
მშვენიერი სავარჯიშო ბაზა აქვს "ნასიონალს". ხოდა, ივარჯიშოს!.. იქნებ გუნდშიც მოხვდეს. რა ტორპედო! ზაფხულამდე 5-6 თვე აქვს დრო, რომ დაუმტკიცოს "ნასიონალს", რომ მაგარია. ხოდა, გამოიყენოს ეს დრო!
კირკიტა
23:49 08-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული