ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Marca: "ვალენსიამ" მამარდაშვილს სილა გააწნა

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. მას 20 წლის ასაკში  ოქროს შესაძლებლობა გაუჩნდა -  გამოჩნდა ისეთ ელიტარულ კლუბში, როგორიც "ვალენსიაა". მისმა კარგად თამაშმა გაკვირვება გამოიწვია, ახლა კი სათადარიგოთა სკამზეც ვერ ვიხილეთ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა არც "კოპა დელ რეიზე" ეძლევა.

ქართველი სამი თვეა უდიდეს სიბნელეშია. ეს არის უცნაური და გასაოცარი შემთხვევაც. როგორც MARCA-მ შეძლო გადამოწმება, მოთამაშე გაკვირვებულია, მისი გარემოცვაც შეშფოთებას გამოთქვამს, მაგრამ ვერც მეკარე და არც მისი ახლობლები ვერ ფიქრობდნენ, სად არის გიორგი დღეს, რა ხდება? მას წარმატებით ტკბობაში
ხელი შეეშალა, უცებ სილა გააწნეს, რაც ძალიან რთულად შესაგუებელია.

Sportall.Ge

მამარდაშვილმა "სევილიასთან" შეცდომები დაუშვა. ამას სილესენის დაბრუნება მოჰყვა. მისი შანსი თასზე თამაში იყო, რაც არ გამოვიდა. ახლა მწვრთნელმა შენიშვნა ჭარბი წონის გამო მისცა. ქართველი მეკარე იმ საჩუქარმა, რითაც ძირითადში დამკვიდრდა, უფრო დააზარალა, როცა მატჩების დინამიკაში შევიდა...

მეკარისა და კლუბისთვის უკეთესია, მან ითამაშოს, რათა გზიდან არ გადაუხვიოს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ზაფხულში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახალგაზრდა მეკარეს თამაში სჭირდება, თუნდაც, იჯარით...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ