"ნიუკასლმა" "ვალენსიას" მამარდაშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
"ნიუკასლმა" "ვალენსიას" მამარდაშვილის სანაცვლოდ 41-მილიონიანი წინადადება გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Cope-ს ჟურნალისტი პედრო მორატა ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა "ღამურები" "კაჭკაჭების" ამ შეთავაზებას. მორატას ცნობით, ახლა ბურთი "ვალენსიას" მფლობელის, პიტერ ლიმის მოედანზეა.

შეგახსენებთ, აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ "ვალენსია" მამარდაშვილის გასხვისებას მინიმუმ 35 მილიონ ევროდ გეგმავდა. Evening Standart-ის ცნობით, "მამარდას" დამატებით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება.

alt"ჩელსის" "ნიუკასლისთვის" მამარდაშვილის წართმევა სურს" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ტვინი უმუსავებთ ეხლავე უნდა დატანხმდნენ ! 41 მილიონს სხვა ვინ გადაუხდის მეკარეში ??
zura222
00:55 04-06-2024
2
კი აპაა,რომელი სერიოზული კლუბი გადაიხდის ამდენ ფულს დღეისათვის მეკარეში,რომელიც თამაშობს ლა ლიგის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში და ევროტურნირებში მონაწილეობის პრაქტიკა საერთოდ არ აქვს, ხოლო ნაკრებში ერთადერთ ტოპ ნაკრებს შეხვდა ოფიციალურ მატში-ესპანეთმა ორი თამაშში, ჯამში 10 გოლი გაუტანა,პესპექტივით კი ბატონო მაგარია,მაგრამ ვინმემ 40-50 გადაიხადოს დღეს, მგონია-ზღაპარია
avto manjgalaze
23:41 03-06-2024
53

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული