ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნინუა კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც "პაოკიდან" იჯარის წესით იანვრამდე "ანორთოსისში" იმყოფებოდა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, კარიერას "ლამიაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ newsit.gr-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, სალონიკური კლუბი ნინუას ექვსთვიანი იჯარით გაუშვებს, სადაც, იმედია, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ჯერ "ლამიას" ნინუას ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

"ლამიას" ღირსებას თავდამსხმელი ბაჩანა არაბული იცავს. გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატზე მე-11 ადგილზეა, დღეს კი, თასის მეოთხედფინალში, "არისს" უმასპინძლებს.

ტეგები: