ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქვილითაიამ აპოელ-ს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში ქართველების აპოელ-მა სახლში 1:0 სძლია აეკ-ს.

მწვრთნელმა სასტარტოში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია დააყენა და მან 45+6-ე წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 8, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.

ბუბა დაუშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თორნიკე ოქრიაშვილი კი - 76-ეზე.

აპოელ-მა ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა, 36 ქულით უკვე მე-2 ადგილზეა და 17 თებერვალს „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.