სეტყვამაც ვერ შეაჩერა - ოქრიაშვილის გოლი და "აპოელის" მიჯრით მეოთხე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში ქართველების „აპოელმა“ გასვლაზე პაეეკ-ი 3:1 დაამარცხა.

სამი ჩვენებურიდან სასტარტოში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო. პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ოქრიაშვილმა, რომელმაც შესვენებამდე ითამაშა, პენალტი გაიტანა. თორნიკეს ტრავმა ჰქონდა და აქამდე გოლი ბოლოს ოთხი თვის წინ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში 2 გოლია. აღსანიშნავია, რომ სეტყვის გამო მსაჯმა მე-17 წუთზე მატჩი 10 წუთით შეწყვიტა.

ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია 46-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე, "აპოელმა" კი საბოლოოდ 3:1 იმარჯვა.

„აპოელმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
მოიპოვა, 33 ქულით მეოთხე ადგილზეა და 14 თებერვალს აეკ-ს უმასპინძლებს.

altქვილითაიამ "აპოელს" ოპტიმიზმი მოუტანა - კვიპროსული მედია მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეხ ოქრი ოქრი...
ავჭალიდან
07:55 10-02-2022
0

სიახლეები პოპულარული