გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ზამთარი საფეხბურთოდ დატვირთული იყო - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და აფრიკის თასი. რუსეთის პრემიერლიგაში პაუზა სრულდება და 26 თებერვალს მე-19 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში, "ხიმკი არენაზე", ადგილობრივი "ხიმკი" მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

"ხიმკი", რომელსაც მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - იგორ ჩერევჩენკოს ადგილი სერგეი იურანმა დაიკავა, სახარბიელო სატურნირო მდგომარეობით არ გამოირჩევა - მხოლოდ 14 ქულა აქვს და 18 შეხვედრაში სულ 2-ჯერ გაიმარჯვა.

იურანის გუნდში საინტერესო ახალწვეულებია - ვეტერანი მარცხენაფლანგელი იური ჟირკოვი და ქართველი ცენტრალური მცველი გია გრიგალავა.

"ხიმკის" მცველებს სერიოზული
გამომცდელი ჰყავთ - რუსი ფორვარდი ფიოდორ სმოლოვი, რომელიც ძალიან გამოცდილია - "სელტას" მაისურით 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, თუმცა სასაცილოა, რომ მან "რეალისა" და "ბარსელონას" კარი აიღო.

მომზადებულია championat-ის იხედვით

altგია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა

altყოფილ საბჭოეთში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ქართველები არიან - გია გრიგალავა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სავოდავ რუსზე რატომ წერთ
loki
19:32 26-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული