დატოვებს თუ არა ხვიჩა სხვა ლეგიონერებთან ერთად "რუბინს"? - სლუცკიმ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში "რუბინი" სანქტ-პეტერბურგში 2:3 დამარცხდა "ზენიტთან". სტუმართა გუნდში 72-ე წუთამდე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, შეხვედრის შემდეგ კი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტთან ისაუბრა და რუსული ფეხბურთის უმკაცრესად დასჯაზე ძალიან, ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთა. ცხადია, ლეონიდ ვიქტორის ძე ჭკვიანი კაცია, ზოგიერთი რუსი მწვრთნელივით რუსეთის მხარდასაჭერი განცხადება არ გააკეთა, რადგან წინ იხედება.

- დღეს რუსული გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს. ეს ჩვენს ფეხბურთზე როგორ აისახება?
- მე ვფიქრობ, ახლა ისეთი დროა, როდესაც... ძალიან მიხარია,
რომ დღეს ვითამაშეთ და გვქონდა ბედნიერი შესაძლებლობა, ჩვენი საუკეთესო თვისებების, ნაკლოვანებების დემონსტრირება მოედანზე მოგვეხდინა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელი მოედანზე გავიდეს და თავისი ოსტატობის დონე წარმოაჩინოს.

- უკანასკნელი მოვლენების ფონზე ლეგიონერებს შორის როგორი მიკროკლიმატია? გამგზავრებას ხომ არ აპირებენ?
- პირველ დღეს ჩვენ მათთან შევიკრიბეთ, ეს თემა განვიხილეთ, მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ ერთად ვართ, ვიდრე სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევს. მეტად ამ თემას არ დავბრუნებივართ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მცირე ფინანსური ზარალით წამოსვლის შანსი თუა, აუცილებლად ახლა უნდა წამოვიდეს. როგორც თავისუფალი აგენტი, უცბად იპოვის კარგ გუნდს.
ვვვ
12:01 01-03-2022
0
თუ ასე გაგრძელდა, ხვიჩას სურვილზე არ იქნება დამოკიდებული დარჩება თუ წამოვა. აუცილებლად შეიქმნება ფინანსური პრობლემები და თავად კლუბები გაწყვეტენ კონტრაქტებს ფეხბურთელებთან
David
11:57 01-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული