ქვილითაიამ პენალტი გააცუდა - "აპოელმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „არისს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-14 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. 25-ე წუთზე „აპოელი“ ნდონგალამ დააწინაურა, 88-ე წუთზე კი საპასუხო გოლი სტეპინსკიმ გაიტანა.

„აპოელი“ 40 ქულით ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა, 9 მარტს თასზე „ანორთოსისს“ უმასპინძლებს, ხოლო 13 მარტს ჩემპიონატზე გასვლაზე აეკ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Qvilitaia wadi rusetshi wamoiyvane chveni bichebi rame gaakete saqartvelostvis goli mainc ver gagaaq. :))
I have
21:30 05-03-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული