ხვიჩამ ინსინიე უნდა ჩაანაცვლოს - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესაძლო სატრანსფერო ფასს ასახელებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ "ნაპოლის" ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ რეალურია. 

როგორც იცით, ზაფხულში ნეაპოლიტანელთა რიგებს ლორენცო ინსინიე დატოვებს და "ტორონტოში" გადაბარგდება. ამიტომ მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებულია. 

აქამდე უკვე იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას წარმომადგენლებთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

ალფრედო პედულა იუწყება, რომ გარიგების ღირებულებამ, შესაძლოა, 15 მილიონი ევრო შეადგინოს და ის ზაფხულში განხორციელდეს. 

პედულა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ჟურნალისტია... ვნახოთ, იმედია, ყველაფერი ხვიჩასთვის კარგად დასრულდება. 

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

alt

"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფასოდ წასვლის უფლებას თუ მისცემს ფიფა თორემ ვინ დაიუშვებს იმას, 15 მლნ ევრო გადარაიცხოს რუსეთში ამ ომის პერიოდში? მეეჭვება არ შეეხოს სანქციები
ერთი რამ ვერ გავიგე
17:59 21-03-2022
0
უმაგრესი იქნება ეს ამბავი რომ გაიჩარხოს ! იტალიურ ფეხბურთი მაგრა მოუხდება ხვიჩას იქ ფლანგებზე უფრო მეტი თავისუფლებაა ვიდრევ მაგალითად ესპანეთში ან ინგლისში და ხვიჩა ნაღდად გაილაღებს ! ისე ჯობია ეხლავე წაიყვანონ 7 აპრილამდე 2 თვით და ნახონ რა შეუძლია სინამდვილეში და მერე ივნისში 15 კი არა 20 მილიონზეც არ ცდაიხევენ უკან ! თუმცა არა მგონია საიმანოვი ისევ ვირზე შეჯდეს და 20 მილიონს ფეხი არ მოუცვალოს (გასაგები მიზეზების გამო) და ნაღდად შეელევა 15 მილიონადაც იმიტომ რომ კარგად იცის ეხლა თუ არ გაყიდა შეიძლება ისე მოხდეს საერთოდ უფასოდ წამოვიდეს ხვიჩა !
zura222
16:19 21-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული