ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რუსეთიდან პოლონეთში - ლუკა გაგნიძე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ზაფხულში მოსკოვის "დინამოდან" "ურალში იჯარით გაშვებულმა 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ უეფას გადაწყვეტილებით ისარგებლა, რომელიც რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე საზღვარგარეთულ გუნდებში თამაშის უფლებას აძლევს და პოლონეთის "რაკუვში" გადავიდა.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს უფრო მაღალ დონეზე გასვლაში დავეხმარო", - განაცხადა გაგნიძემ.

"ეს ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელია. ის ნახევარდაცვის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი იქნება და სეზონის დარჩენილ მატჩებში დაგვეხმარება", - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.

"რაკუვი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიდერ "პოგონს" ერთი ქულით ჩამორჩება
და მის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო გვილია იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ