matchtv: გაგნიძეს წარმატებული ვოიაჟი აქვს და ცაიტნოტში თამაშის წარმართვის უნარი გააჩნია

AutoSharing Option
matchtv-მ რუსეთის პრემიერლიგის მეორე ეშელონის გუნდების ლიდერები დაასახელა და კითხვა დასვა - ხომ არაა დრო მათ შორის ზოგიერთი ტოპ-კლუბში გადაბარგდეს?

მოხსენიებულ ფეხბურთელთა შორისაა "ურალის" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელიც მოსკოვის "დინამომ" "ურალში" იჯარით გაუშვა. გაგნიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბრის ბოლოდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.

ლუკა გაგნიძე. 18 წლის. საყრდენი ნახევარმცველი
პერსპექტივა: "დინამოში" დაბრუნება

"ურალში" იჯარის წესით თამაშობს, მასზე უფლებას კი "დინამო" ფლობს. ჯერჯერობით თავის ეკატერინბურგულ საზაფხულო ვოიაჟს სრულად ამართლებს: რეგულარულად თამაშობს და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვს. ფეხბურთელი ახლა
ჩამოყალიბების სტადიაშია, თუმცა მწვრთნელ იგორ შალიმოვისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

ახალ გუნდში გაგნიძე მოედნის ცენტრიდან თამაშის წარმართვის უნარს აჩვენებს. მიუხედავად "ურალის" უპირატესად დაცვიდან შეტევაში გადასვლის დიდი რაოდენობის ფაზებისა, როდესაც გადაწყვეტილება ცაიტნოტშია მისაღები, მას გადაცემების მაღალი სიზუსტე (86%) აქვს. და კიდევ - ჰავბეკი ინიციატივას იჩენს დრიბლინგისას (2.4 მცდელობა) მაღალი ხარისხით (69%).

ამავ დროს სრულყოფისათვის ბევრი რამ აქვს დასახვეწი. აუცილებლად უნდა მოუმატოს ორთაბრძოლებში (48%) და ართმევებში (48%). ასეთი მაჩვენებლებით "დინამოს" ძირითადში მოხვედრა ძნელია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრებს ყველაზე მეტად სადაც უჭირს ცენტრია. ხშირია, როცა პრესინგისას ბურთს ვკარგავთ, ასევე ბურთს ვერ ვიჭერთ და წინ ვერ მიგვაქვს ბურთი და მაგ მხრივ გაგნიძეს შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს. იმედია მარტის თვეში გამოიძახებენ უკვე პირველ გუნდში.
პელიდი
12:01 26-12-2021
0
ნაკრებში ათამაშონ აქ სანამ დროა, თორე რუსები მიითვისებენ
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული