ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" "რივერსაიდზე" იმარჯვა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" სტუმრად "მიდლსბროს" 1:0 სძლია - 36 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

მატჩის წინ შოთამ განაცხადა, რომ კარგად თამაშობენ, მაგრამ შედეგია გასაუმჯობესებელი, გასვლაზე ურიგო შედეგი არ აქვთ და ქულების მოპოვება მნიშვნელოვანია. მისმა გუნდმა გასვლაზე ამჯერადაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და "მიდლსბროსთან" გამარჯვება მოიპოვა, რომელიც პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

"ჰალ სიტიმ" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, სტუმრად ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია, 44 ქულით მე-19 ადგილზეა და 15 აპრილს „კარდიფ სიტის“ უმასპინძლებს.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით "ჰალ სიტიმ" 13
მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

მიდლსბრო. "რივერსაიდი"
მიდლსბრო - ჰალ სიტი 0:1
გოლი: ლიუის-პოტერი (74)

ასევე დაგაინტერესებთ