ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თუ ხვიჩა "ნაპოლიშიც" ამას გააკეთებს..." - ჯანო ანანიძემ კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა

AutoSharing Option
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ვინაიდან "ნაპოლიმ" არჩევანი ხვიჩაზე შეაჩერა, ვფიქრობ, რომ ის გუნდს სჭირდება... თუ ხვიჩა იტალიაშიც იმავე ნდობას მოიპოვებს, როგორც ეს სლუცკისთან გააკეთა, მაშინ "ნაპოლიშიც" კარგად ითამაშებს. 

სამწუხაროდ, ჩვენ ერთად ვერც ეროვნულ ნაკრებსა და ვერც ბათუმის "დინამოში" ვერ ვითამაშეთ, თუმცა ვუყურებ, თუ რამდენს შრომობს და ვარჯიშობს ის. 

ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ნდობაა. თუ ის ამ ნდობას იტალიაში მიიღებს, ვფიქრობ, ათამაშდება. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ძალიან კარგი ბიჭია",
- ამბობს ანანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ