"ის საუკეთესო მწვრთნელია და "ნაპოლი" უნდა ჩაიბაროს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში "მილანის" მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, პიოლი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელია და თუ დე ლაურენტისი არჩევანს მასზე გააკეთებს, "პარტენოპეი" უამრავ პრობლემას გადაჭრის.

"პიოლი ნამდვილი მწვრთნელია, ის არ ჰგავს სპეციალისტებს, რომლებიც უბრალოდ კამერების წინ პოზირებენ. გარდა ამისა, სტეფანოს ფეხბურთელებთან კომუნიკაციის უნარი აქვს, ასევე თავმდაბალი და კარგი ადამიანია.

ჩემი აზრით, სპალეტი გენიოსი იყო, მისი "ნაპოლიდან წასვლის შემდეგ, პიოლი იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო მწვრთნელია. ბოლო 5 წლის განმავლობაში "მილანი" მაღალი ხარისხის
ფეხბურთს აჩვენებს, "როსონერის" ფანებს უნდა რცხვენოდეთ, რომ მის გათავისუფლებას ითხოვენ", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, იტალიური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტეფანო პიოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

altLa Repubblica: "ნაპოლი" მალე პიოლის კონტრაქტს გაუფორმებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა სადღაც გიწვევენ,რა თქმა უნდა ინფორმაციას ჰკრებ,სად გეპატიჟებიან.ის იტალიაში მუშაობს და წესით,კარგად უნდა იცოდეს,დე ლაურენტისის ამბები.ამიტომ,ძნელად წარმომიდგენია,თავისი სურვილით,კარგი მწვრთნელი,ნაპოლიში წამოვიდეს.მხოლოდ უკიდურეს შემვთხვევაში,თუ უმუშევრად დარჩენის საფრთხე დაემუქრა,წამოვა ის ნაპოლიში.
სოსო
11:23 05-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული