"ვალენსია" მამარდაშვილის გარეშე "ესპანიოლს" დაუზავდა - სილესენმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ლა ლიგის 37-ე ტურში „ესპანიოლისა“ და „ვალენსიას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

ამ გუნდებისთვის შეხვედრას არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და „ღამურების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად იასპერ სილესენი ათამაშა, რომელიც დიდი ალბათობით მალე ნიდერლანდებში დაბრუნდება.

სილესენმა ნამატჩევს განაცხადა, რომ ფრე კარგი შედეგი არაა, მაგრამ წაგებას სჯობია, სასტარტოში დაბრუნებამ გაახარა და ბოლო შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანი იქნება.

„ვალენსია“, რომელსაც პრიმერაზე 19 მარტის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია, 45 ქულით მეათე ადგილზეა და 22 მაისს, უკანასკნელ ტურში „სელტას“ უმასპინძლებს.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“.
14 990 მაყურებელი

ესპანიოლი - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 გომესი (37), 1:1 დე ტომასი (45+2)

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოცდილება მეტი აქ სილესენს იასნია, მარა გიოს დიდი მომავალი აქვს. მხოლოდ უნდა იმუშაოს ბევრი
ლევან მაღლაკელიძე
15 მაისი 2022 20:23
1
სიმაღლის ღარჯზე რა კალადბურთია?გიოს გამოსვლებზე კიარ აქებენ არამედ რეაქციაზე რაც მაღალ მეკარეს უფრო უნდა უჭირდეს.საერთოდ თუარიცი რაუნდა დაწერო ის მაინც ისწავლე რა არუნდა დაწერო.
მოსეხონელი
16 მაისი 2022 07:19
0
მამარდაშვილი სიმაღლის ხარჯზე თამაშობს, სილესენი ბევრად კლასნია
მფრინავი ჰოლანდიელი
15 მაისი 2022 19:19
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული