ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სასიხარულო ამბავი ნაკრებისთვის - კიტეიშვილი მომჯობინდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტური რჩება, "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილო კი მომჯობინებდა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერთან" განაცხადშია.

კიტეიშვილმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ მიგვაჩნია, საკმაოდ ბევრი სირთულე გადაიტანა - მძიმე ტრავმის შემდეგ, ისევ დაშავდა და თითქოს, სანაკრებო პაუზამდე გამოჯანმრთელება ვერ უნდა მოესწრო, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად განვითარდა 

რა თქმა უნდა, ოთარს ახლა ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა გაუჭირდება, თუმცა თუკი ავსტრიის ბუნდესლიგაში დარჩენილ ორივე ტურში იასპარეზებს, "ერთა ლიგასაც" მომზადებული შეხვედრა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებს 10 დღეში 4 მატჩის
გამართვა უწევს და თითოეულ ფეხბურთელს რამხელა მნიშვნელობა აქვს.

"შტურმი" პირველობას "ზალცბურგს" უთმობს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. რაც შეეხება ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერს", კონფერენს ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის. დღევანდელი დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

altოთარ კიტეიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

altკიტეიშვილის დაბრუნების თარიღი მოახლოვდა - ავსტრიელების "ქართველი მესი"

altკიტეიშვილის გარეშე "შტურმმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა - skysport

ასევე დაგაინტერესებთ