სილესენი კვლავ მამარდაშვილის კონკურენტი იქნება? - რა თქვა ნიდერლანდელმა "ვალენსიაში" დარჩენაზე

AutoSharing Option
The Telegraaph-თან საუბარში "ვალენსიასა" და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

33 წლის კარის დარაჯმა ორაზროვანი კომენტარი გააკეთა. მან არც "მესტალიაზე" დარჩენა გამორიცხა და არც კლუბიდან აბარგება:

"ახალი პრეზიდენტი და მწვრთნელი გვყავს, კლუბთან კი კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს. ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციაა... ახლა ან კლუბთან კონტრაქტი უნდა გავახანგრძლივო ან ახალი გუნდი მოვძებნო", - ამბობს სილესენი.

თავის მხრივ, ესპანური პრესა იუწყება, რომ "ვალენსიას" სილესენის 13 მილიონად გასხვისება სურს, ძირითადი მეკარე კი მამარდაშვილი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ბელგიასან მაგარი თამაში ქონდა სილესენს ნაკრებში.
ttt
06 ივნისი 2022 16:53
0
ახალ მწვრთნელთან,ახალი შანსებიც ჩნდება.სანამ არ გაირკვევა,აქვს თუ არა ძირითად მეკარედ ქცევის შანსი,მანამ არ მიიღებს სილესენი,გადაწყვეტილებას.სხვაგან ხელფასის დაკლებაც არ აწყობს და შესაძლოა არსად გადავიდეს.ვალენსიას ბიუჯეტისათვის ცუდი იქნება,მაგრამ გიორგის ძლიერი კონკურენტი ეყოლება და კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება.
სოსო
06 ივნისი 2022 14:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული