ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია - მოთამაშემ კიევის "დინამოს" შეკრება დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შეკრება დატოვა.

მოთამაშე პოლონეთში გაემგზავრა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და პირველობის მოქმედ ჩემპიონ "ლეხთან" 1-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი ტომაშ ვოლოდარჩიკი ავრცელებს.

21 წლის მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით პოლონურ "ვისლაში" გაატარა. გიორგიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.