ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია შეკრებაზე გაემგზავრა - სლუცკიმ ყოფილი შეგირდი შეაქო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნალოპიში" მედშემოწმება გაიარა და დღეს გუნდთან ერთად შეკრებაზე დიმაროში გაემგზავრა. "ნაპოლი" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით ხვალ დილით პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ხვიჩას ნეაპოლურ კლუბში გადასვლაზე კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"ის უკვე დიდ ლიგაშია, დიდ გუნდში. როგორი მოლოდინი მაქვს და არის თუ არა ასეთი დონისთვის მზად? ხვიჩა მოთამაშეა - ჭერის გარეშე. ბევრი რამ ადაპტაციასა და მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

სპორტული დონით მას ნამდვილად შეუძლია ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში, სათამაშო მჭიდში იყოს. როგორ წარიმართება ყველაფერი, იმაზე იქნება დამოკიდებული,
რამდენად სწაფად მოახერხებს ადაპტაციას - მოთხოვნებისადმი, ქვეყანასთან და გუნდთან".

ასევე დაგაინტერესებთ