"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ პრესკონფერენციას სრულად:

შედარება ინსინიესთან...

ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ნაპოლია". აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ლორენცო ინსინიე შევცვალო. აქ მოვედი, რადგან ჩემი საუკეთესო გავაკეთო. როცა "ნაპოლიდან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე დავთანხმდი.

ემოციები განვლილი 1 კვირიდან...

გუნდის პირველი შეკრება ძალიან მომეწონა. ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მომწონს მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ამ კოლექტივში დავინახე. ნეაპოლში ჩამოსვლამდე მთავარ მწვრთნელს, სპალეტის შევხვდი. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე
იქნება.

საყვარელი ფეხბურთელი და პოზიცია...

რომელი ფეხბურთელი შთამაგონებს? კრიშტიანო რონალდო. მომწონს მარცხენა ფრთიდან შეტევა. იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე და ვიმედოვნებ, მალევე სრულფასოვნად მეცოდინება. ცოტას ინგლისურადაც ვსაუბრობ. დიდი იმედი მაქვს, ენის ბარიერს მალე დავძლევ, რათა თანაგუნდელებს უფრო მარტივად გავუგო. როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მინდა გაზრდა და განვითარება. პენალტები და საჯარიმო დარტყმები? დიახ, ვიცი, როგორც უნდა შევასრულო ისინი. რამდენ გოლს გავიტან? ჩემს საუკეთესოს შევეცდები, ზუსტად ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ გუნდი ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა კიდევ ბევრი დარჩა.

რუსეთის დატოვება...

ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე. იტალია ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა, ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი. არასდროს მინახავს ნეაპოლზე ლამაზი ქალაქი. ეს იმ წამსვე შევნიშნე, როდესაც ჩამოვფრინდი.

Sportall.Ge

ტრანსფერი იტალიაში...

ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, სათამაშოდ იტალიაში გადადიხარ, ყველა გეხმარება და მხარში გიდგას. ეს ტრანსფერი ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ ეს, შეეცადნონ მაქსიმალურად გაიზარდონ, რათა "დიდ" ქვეყანაში სათამაშოდ წავიდნენ.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და თამაში მარადონას მოედანზე...

ვარ თუ არა აღფრთოვანებული ჩემპიონთა ლიგაზე და მარადონას მოედანზე თამაშით? რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად ამისთვის ვემზადებოდი, რათა საუკეთესო მეჩვენებინა.

გულშემატკივრები...

ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, თბილი გულშემატკივრები ჰყავს და ამასთან ერთად, ფანებმა იციან, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მაისურის ნომერი და მიზანი...

მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ. რა არის ჩემი მიზანი? მე არ მაქვს კონკრეტული სამიზნე, მინდა ყველაფერში ჩემი საუკეთესო ჩავდო. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ნომერს, 7 ჩემი საყვარელი ციფრია. რადგანაც 7 დაკავებული იყო, 77 ნომრის არჩევა გადავწყვიტე.

Sportall.Ge

სხვა შემოთავაზებები...

სხვა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, თუმცა "ნაპოლის" შესახებ როდესაც შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, თანაც ამ გუნდისგან წინადადება ყველაზე რეალური იყო.

ამბიციები და სხვა პოზიცია...

ამბიციები? ჩემთვის გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; მაშინ ვითარდები, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს. რაც შეეხება ჩემს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს, თავს კომფორტულად უფრო გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ. თუ მწვრთნელს და გუნდს სხვა პოზიციაზე თამაში დასჭირდება, მზად ვარ გავაკეთო ის, რაც გუნდს დასჭირდება. ჩემი პოზიციის ცვლილებაზე პრობლემა არ მაქვს.

"კვარადონა"

ვფიქრობ, "ნაპოლიში" მარადონას სახელი ყველაზე მეტს ნიშნავს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ზედმეტსახელი შემარქვეს. რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო.



მკითხველის კომენტარები / 40 /
bizina ivanishvili gakete soxumis dinamo fegburtis gundi gakete es svla
Nikoloz
15 ივლისი 2022 22:06
0
ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ქონდა ✊
იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდამ გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა
გიგა
15 ივლისი 2022 19:22
13
ჯერ ერთი რუსული (!!!) გუნდიდან არ გადავიდა და რა გინდა მაგით თქვა ?
zura222
15 ივლისი 2022 22:31
0
უდიდესი, უდუდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს! ისე გამიხარდება ხვიჩას წარმატება, როგორც საკუთარი თავის.
ვახო...
15 ივლისი 2022 19:12
0
გისურვებდი რომ უდიდესი ფეხბურთელის რონალდუს წყალი გადაგსხმოდეს და ისე გაგეხარებინოს ქართველები როგორც მაგარი კაცი კრიშტიანო პორტუგალიელებს ახარებს.
კარგი დასაწყისი.ნაპოლელებს იმედი გაუჩნდათ
15 ივლისი 2022 18:55
2
ვისაც გაინტერესებთ მთლიანი ინტერვიუ იუთუბით შედით ზემოთ დაწერილ საიტზე.
calcionapoli live
15 ივლისი 2022 18:42
0
ძალიან მომეწონა როგორც დებიუტი სავარჯიშო თამაშის ასევე პასუხები წარდგენაზე. მართლა ლიდერი გვყავს ხვიჩა და არა მარტო მოედანზე. არავის ჩრდილი არ გვინდა ჩვენ, მითუმეტეს ინსინიესი. დარწმუნებული ვარ ინსინიეს მალე დაივიწყვებენ ხვიჩას შემყურენი. ახლა ისე გაიწელება 15 აგისტომდე მთელ საუკუნედ მომეჩვენება, ეს პირველი თამაში ვერონასთან გასვლაზე იქნება. წარმატება ხვიჩას!
G.LA
15 ივლისი 2022 17:40
0
ვაისი სხვა სტილის იგროკია კვარა სხვა სტილის ბევრად მაგარია კვარა ვაისის ტოლი რო გახტება იფრენს ეს ბიჭი,არველადწემ სწორედ ტკვა ჯერ კიდევ არ ვიციტო რა დონის იგროკი არისო კვარა.ხმერტმა ხელი მოგიმარტოს და მტელი საფეხბურტო სამხარო აგელაფარაკებინოს შენი კაი ტამაშიტ
К
15 ივლისი 2022 17:32
0
ნიჭი გაქვს ეხლა მთავარია ვარჯიში და იმ ნაკლოვანებების გამოსწორება რაც გაქვს იტალკიის ჩემპიონატი რუსეთი და უკრაინა არ არის . იმედია რონალდოს მაგალითს აიღებ კაცი 37 წლის არის და ისე ვარჯისობს თითქოს ეხლა დაიწო ფეხბურთის თამაში.დისწიპლინა შრომა ბარები დალევა და გულაობა კარიერის მერე. ესე ხდებიან დიდი ფეხბურთელები თორე ნიჭი ქინქლაძეს რო ქონდა ისეთი უნდა მაგრამ რაც გააკეთა კი ვნახეთ.აბა შენ იცი
aleko
15 ივლისი 2022 17:09
2
ყოჩაღ ხვიჩა, ძაან მაგარი გზავნილი იყო ყველასთვის. ხვიჩა არის ხვიჩა და არავის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს, მითუმეტეს ინსინიე არ არის იმ კალიბრის, რომ ხვიჩა მის ნაკვალევს გაჰყვეს. ნაპოლიმ იფიქროს თავის დროზე, როცა ხვიჩა კიდე წინ გადადგამს ნაბიჯს, როგორ შეცვლის მას. არადა კაშიამ წამოროშა, რომ ხვიჩა ვაისის დონისააო, უბრალოდ ახალგაზრდააო, თორემ მასზე უკეთესი არ არისო. ამ დონის ვაზელინი არ უნდა იყო კაცი ამ ასაკში, გამგები გაიგებს და იმედი მაქვს ცენზურას გაივლის ჩემი კომენტარი.
სიმართლე
15 ივლისი 2022 17:00
1
ხვიჩამ გაასწორა, თქვე მართლა "ჟურნალიწსტებო," ესეთი საკაიფო ფოტოები თუ გქონდათ სად იყავით და რეებს დებდით?! მე მგონი "ტორპედოს" ფორმაც თქვენ დააფოტოშოპეთ, აბა მართლა ეგეთ ფერებშია?
კოტე
15 ივლისი 2022 16:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული