"ლეხი" ბათუმელებთან მატჩამდე დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს "ლეხი", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღთან" და პოლონეთის სუპერთასზე "რაკუვთან" წაგების შემდეგ, პოზნანური გუნდი ექსტრაკლასას პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "სტალთან".

კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ლეხი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" 21 და 28 ივლისს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შეილება ჩემი ნათქვამი წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას წააგავდეს მაგრამ მაინც ვიტყვი: სლოვანთან იქაც და აქაც ცუდი მსაჯობა იყო, განსაკუთრებით ბათუმში.რატომღაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, მსაჯები,განსაკუთრებით როცა დასავლეთევროპელები მსაჯობენ, მუდამ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებას.დარწმუნებული ვარ, იმ პორტუგალიელს თუნდაც ერთ შემთხვევაში დაენიშნა პენალტი (რომელიც ალბათ დამეთანხმებით რომ 100% იანი იყო), თამაშს ბათუმი მოიგებდა.ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ვარის სისტემის.
თომა
17 ივლისი 2022 11:30
1
სლოვანიც მარცხდებოდა ბათუმთან შეხვედრამდე,მაგრამ რად გინდა მაინც მოუგო ბათუმს....
ასევე
17 ივლისი 2022 07:12
1
ეს ლეხი რანაირად გახდა პოლონეთის ჩემპიონი ვერ ვხვდები რა
ილია
17 ივლისი 2022 01:21
0
რად გინდა, ამათ რომ ვერაფერი ქნას ჩვენ მოვიგონებთ რამეს რა აზრი აქ.
ეეე
17 ივლისი 2022 01:17
2
ააა ალბათ კუპატაძესაც მსაჯებმა აუკრძალეს ძელთან კაცის დაყენება და გეგუჩაძეც მსაჯებმა აიძულეს დაქ----ლი ნავალოვსკის შემოყვანა.
ილიას
17 ივლისი 2022 22:04
1
აბა 115 წუათიდან ჩართე და კარგად დააკვირდი თამაშსს მეორე გოლამდე რა ხდებოდა..
ეგ არი მსაჯი რომ აფუჭებს თამაშს!!
ილიას_ს
17 ივლისი 2022 22:02
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული