გატუზომ "დორტმუნდთან" ძირითადში მამარდაშვილი დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიულ შეკრებაზე "დორტმუნდთან" მოგებულ (3:1) პირველ ამხანაგურ მატჩში "ვალენსიას" ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძირითად მეკარედ მიიჩნევს.
მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და გატუზომ იასპერ სილესენით მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა. გიორგის გოლი მხოლოდ პენალტით გაუტანეს.

შემდეგ შეხვედრას "ვალენსია" 20 ივლისს შვეიცარიულ "სენტ გალენთან" გამართავს.

ალტახი. "ჩაშპოინტ არენა"
დორტმუნდი - ვალენსია 1:3
გოლები: 0:1 გედეში (40), 1:1 როისი (51, პენ), 1:2 მარკოს ანდრე (51), 1:3 გედეში (62)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფაქტია რომ მსოფლიოს კიდევ ერთი კლასიკური მეკარე შეემატა
ისიდორე
12:35 19-07-2022
1
პენალტი ბუფონის აქილევსის ქუსლი იყო, მარა ამით ჯიჯის არაფერი დაკლება.
რრრ
12:20 19-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული